დედოფლისწყაროს შესახებ

მოკლედ

ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“ სტუმრებს იწვევს საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც წარმოადგენს იუნესკოს ბიოსფერულ ნაკრძალს. რაიონის 30% დაცული ტერიტორიებია. მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აზერბაიჯანის საზღვართან. რეგიონს ისტორიულ წყაროებში "კამბეჩოვანი" ან "ქიზიყი" ეწოდებოდა.

ზოგადად, ეს არის სასოფლო-სამეურნეო რეგიონი და აწარმოებს ქვეყანის ხორბლის მოსავლის უმეტეს ნაწილს წელიწადში.

 დედოფლისწყარო მზის, პურის და ღვინის მხარეა.

აქაური ხალხს  ქიზიყელებს უწოდებენ,  (ქიზიყი კახეთის ნაწილია), კახელებისგან დამახასიათებელი სიმშვიდით გამოირჩევიან და ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისგან ამზადებენ ტრადიციულ ქიზიყურ კერძებს.

დამთვალიერებლებს აქ შეუძლიათ შეხვდნენ პატარა საქართველოს:  წარმომადგენლებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან: რაჭიდან, აჭარიდან, თუშიდან, ფშავიდან, ხევსურეთიდან, ხევიდან და სხვებს, რომლებიც დღემდე თავიანთ ტრადიციულ კერძებს ამზადებენ სტუმრებისთვის.

ქართველებთან ერთად მეგობრულად ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები, რუსები, ბოშები და სხვა ეროვნებები. მასპინძლებიც და სტუმრებიც თავს მეგობრობის ქალაქში გრძნობენ.

 

მუნიციპალიტეტში გამართულად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბანკები და ბანკომატები, მობილური ქსელი და ინტერნეტი.

 

კომფორტული სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები, ღვინის მარნები, კაფეები და რესტორნები, სასურსათო მაღაზიები და სხვა ტურისტული ადგილები სტუმრებს ადგილობრივი ტრადიციული სტუმართმოყვარეობით ემსახურება.

 

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ "სტუმარი ღმერთის საჩუქარია".

 

ტურისტული სააგენტოების მფლობელები, ადგილობრივი გიდები და მძღოლები მზად არიან, დაეხმარონ სტუმრებს ნებისმიერ სიტუაციაში.

 

კარგია, იცოდეთ:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მდებარეობს შირაქის ზეგანზე მდინარეებს ალაზანსა და იორს შორის, ზღვის დონიდან 150-800 მ.

თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან 130 კილომეტრითაა დაშორებული, ქუთაისიდან - 350 კილომეტრით.

მუნიციპალიტეტის ფართობია 2529 კმ2 (976 კვ. მილი)

მუნიციპალიტეტს აქვს ორი ტიპის კლიმატი: ზომიერად თბილი სტეპური კლიმატი სამხრეთით და ზომიერად ნოტიო კლიმატი ჩრდილოეთით.

საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3 °C

დღის ხანგრძლივობა დედოფლისწყაროში და საქართველოში:

20-22 მარტს და 20-25 სექტემბერს დღის ხანგრძლივობა ზუსტად 12 საათია, ისევე როგორც ღამე.

ყველაზე გრძელ დღეს, 21 ან 22 ივნისს, დღის ხანგრძლივობა 15 საათს აღწევს.

წლის უმოკლესი დღე 22-23 დეკემბერს 9 საათია.

კლიმატი

დედოფლისწყაროს შეიძლება 4 სეზონზე ესტუმროთ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთით ცხელზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპების ჰავა, ჩრდილოეთში-ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.

საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38°C, აბსოლუტური მინიმუმი- -26 °C.

ნალექები 650 მმ წელიწადში.

ამინდის პროგნოზი ნახეთ აქ  

 

აუცილებელია იდენტიფიკაცია:

საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები სავალდებულოა. საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ოფიციალური პირადობის მოწმობა. საზღვრის გადაკვეთისას ყველა ადამიანს - ასაკის მიუხედავად - უნდა ჰქონდეს პასპორტიც. ეს ასევე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

ამიტომ, გთხოვთ, ყოველთვის თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ყველა სამთავრობო დაწესებულებაში, როგორიცაა სამინისტროები და დაცული ტერიტორიების ოფისები, ასევე მოგეთხოვებათ თქვენი პასპორტის ჩვენება.

გთხოვთ, თან იქონიოთ დაზღვევის მოწმობაც. გადაუდებელი შემთხვევების დროს, მკურნალობის მისაღებად დაგჭირდებათ დაზღვევის დამადასტურებელი დაბეჭდილი დოკუმენტი.

 

ელექტროობა:

ძირითადი ძაბვა საქართველოში არის 220 ვოლტი ქსელის სიხშირით 50 ჰერცი. სასტუმროებში, როგორც წესი, არის ელექტრული იზოლირებული ჩასართავები საპარსებისთვის, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ბრიტანული და ამერიკული სოკეტებისთვის. გირჩევთ, თან იქონიოთ გადამყვანები, რათა შეძლოთ თქვენი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება.

 

აღჭურვილობა

საჭიროა კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სეზონის მიხედვით. თუ ღამით მივდივართ, დაგვჭირდება კარავი, საძილე ტომარა, გასაბერი ლეიბი და ზურგჩანთა. ამ ნივთების დაქირავება შესაძლებელია ადგილზე. ვისაც ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა აქვს, სასურველია ექიმის მიერ შერჩეული მედიკამენტები თან იქონიოს. ასევე მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების ნაკრები, მზისგან დამცავი საშუალება და მწერების საწინააღმდეგო საშუალება.

 

გადახდა:

დედოფლისწყაროში, როგორც ყველგან საქართველოში, იხდით ქართულ ლარში. თუ ვალუტის ლარში შეცვლა გჭირდებათ, ქალაქში არის  ბანკი და ბანკომატები.

მნიშვნელოვანია: საყიდლებზე, ჭამაზე თუ სოფელში წასვლისას, ადგილობრივებს ურჩევიათ ნაღდი ფულით გადახდა. ხშირად შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სადებეტო და საკრედიტო ბარათები (American Express, Visa, Master card), მაგრამ პატარა მაღაზიებსა და კაფეებს შეუძლიათ მოითხოვონ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება. ამიტომ, ვიზიტორებს ყოველთვის ხელთ უნდა ჰქონდეთ რამდენიმე ლარის კუპიურა და მონეტა.

10 მიზეზი დედოფლისწყაროში ვიზიტისთვის

გელით საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჯერ არნახული ადგილების  აღმოსაჩენად.

აქ, დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში,  წლის ყველა დროს ნახავთ:

  1. მრავალფეროვან  დაცულ ტერიტორიებს
  2. ბუნების ძეგლებს
  3. ადგილს, სადაც დაიბადა და ხატავდა ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანი (ფიროსმანაშვილი),
  4. სხვადასხვა ეპოქის  არქიტექტურულ  ძეგლებს
  5. კოსმოსური ხომალდის გარეშე მოხვდებით სხვა პლანეტაზე
  6. დააგემოვნებთ  ნაყოფიერ მინდვრებსა და  საძოვრებზე მიღებული  პროდუქტისგან დამზადებულ  ტრადიციულ საკვებს
  7. გასინჯავთ სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან წარმოებულ  ადგილობრივ  ღვინოს და ჭაჭას
  8. დაისვენებთ კომფორტულ და მშვიდ  გარემოში
  9. მიიღებთ ხარისხიან მომსახურებას   „კარგი მასპინძლის“ ეტიკეტის მქონე ბიზნესებში
  10.  და, რაც მთავრია: გაიცნობთ კეთილ და ყურადღებიან მასპინძლებს, რომლებიც გელოდებიან, რათა შეგიქმნან და  გაგატანონ განუმეორებელი შთაბეჭდილებები.

8   ღირსშესანიშანობა, რასაც 4  სეზონზე  ნახავთ დედოფლისწყაროს ბოსფერულ  რეზერვატში

  1. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) სახელმწიფო მუზეუმში იმ გარემოს, რამაც მხატვარს მისცა შთაგონება  შედევრების შესაქმნელად;
  2. ვაშლოვანის ეროვნულ  პარკს  თავისი მრავალფეროვნებით და დიდებულებით;
  3. ჭაჭუნას აღკვეთილს  საინტერესო ლანდშაფტით, ივრის ჭალების  განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით;
  4. ტახტი-თეფას და ქილა-კუპრას ტალახის ვულკანებს,  რაც დაგაფიქრებთ პლანეტა დედამიწაზე -  კაცობრიობის საერთო სახლზე;
  5. ყოველთვის განსხვავებულ, მაღალ კლდეზე აღმართულ, მრავალი ბრძოლის გადამტან  ხორნაბუჯის ციხესიმაგრეს, რომელიც დღესაც ამაყად დგას და მნახველებს აოცებს თავისი ამშენებელი ხალხის ცოდნით და გამოცდილებით;
  6. უდიდესი პოზიტიური ენერგიის მატარებელ ადგილს - ადამიანის გამოსახულების მსგავს ბორცვზე მდებარე ელიას ტაძარს, რომელსაც პატივს სცემენ მსოფლიოს ყველა დიდი რელიგიის წარმომადგენლებიც და ისინიც, ვინც არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნება;
  7. ამ რეგიონის გეოლოგიური ცვლილებების დამადასტურებელ ულამაზეს კანიონს-არწივის ხეობას, რომელიც დღეს ბევრი იშვიათი ფრინველის საბინადრო გარემოა;
  8. ადგილობრივ მუზეუმებს, რომლებიც იცავენ ამ კუთხის ისტორიას, ეთნოგრაფიას, არქეოლოგიურ სიმდიდრეს. 

 

წლის 4 სეზონზე შეგიძლიათ, მიირთვათ გემრიელი, ადგილობრივი ნატურალური სეზონური პროდუქტით დამზადებული საკვები, ღვინო და არაყიც.



დაბრუნება TOP