საცდელი

Vashlovani National Park

ვაშლოვანი — ქართული საფარი და მოგზაურობა ზღვის ფსკერზე

აღმოაჩინეთ საქართველოს ყველაზე ეგზოტიკური მხარე „დედოფლისტურთან“ ერთად! ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები არის ადგილი, სადაც ველური ბუნება, ტალახის ვულკანები და კლდოვანი კანიონები დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.

დაწვრილებით

რა გელოდებათ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში:

  • ზღვის კვალი: პანტიშარას ხეობაში იხილავთ მილიონობით წლის წინანდელი ოკეანის ფსკერის ნაშთებსა და გაქვავებულ ნიჟარებს.
  • ველური სამყარო: დააკვირდით ჯეირნებს, იშვიათ ფრინველებს და ეწვიეთ „დათვისხევს“. არ გამოტოვოთ საუკუნოვანი საკმლის ხე.
  • ევროპის საბჭოს დიპლომის მფლობელი ნაკრძალი მთელი თავისი მრავალფეროვნებით!

პრაქტიკული რჩევები:

ავტომობილი: გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ 4x4 ტრანსპორტით.
საბუთები: აუცილებელია პირადობის მოწმობა (სასაზღვრო ზონა).
საუკეთესო დრო: გაზაფხული და შემოდგომა.

მზად ხართ ველურ ბუნებასთან შესახვედრად? დაჯავშნეთ თქვენი ჯიპ-ტური დღესვე!

ჭაჭუნას აღკვეთილი

ჭაჭუნას აღკვეთილი — ივრის ჭალების ველური სილამაზე

ადგილი, სადაც მდინარე იორი ველურ ნახევრად უდაბნოსა და საუკუნოვან ჭალის ტყეებს შორის მიიკლაკნება. ეს არის „დედოფლისტურის“ ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მარშრუტი.

დაწვრილებით

რატომ უნდა ეწვიოთ ჭაჭუნას?

  • Birdwatching: აქ ბინადრობს უამრავი იშვიათი ფრინველი: ორბი, სვავი, კაკაჩა და კოდალა.
  • დალის მთა და წყალსაცავი: საოცარი პეიზაჟი, რომელიც იდეალურია პიკნიკისა და ფოტოგადაღებისთვის.
  • უნიკალური ფლორა: საკმლის ხე და ჭალის მუხა.

გამოიკვლიეთ ივრის პირის ველური ბუნება. დაგეგმეთ თავგადასავალი დღესვე!

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები

მარსი თუ საქართველო? ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები

გსურთ იმოგზაუროთ იქ, სადაც მიწა გამუდმებით სუნთქავს და თუხთუხებს? ტახტი-თეფა სწორედ ის ადგილია, რომელიც რეალობის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ.

დაწვრილებით

ეს არ არის ჩვეულებრივი მთა – ეს არის ცოცხალი ბუნების ძეგლი:

  • თუხთუხა კრატერები: 4 მეტრამდე დიამეტრის კრატერები, საიდანაც ტალახი, გაზი და ნავთობი ამოიფრქვევა.
  • არამიწიერი ხედები: თეთრი და ნაცრისფერი ხმელი ტალახის ფორმები, როგორც ფანტასტიკურ ფილმებში.

სირთულე: მარტივი, 0.5 კმ-იანი საფეხმავლო მარშრუტი.

გამოჰყევით „დედოფლისტურს“ და იგრძენით თავი სხვა პლანეტაზე!

არწივის ხეობა

არწივის ხეობა: სადაც ბუნება თავის შედევრებს მალავს

თუ ეძებთ ადგილს, სადაც ცივილიზაციის ხმაურს ველური ბუნების სიმშვიდე ანაცვლებს, არწივის ხეობა თქვენი მომავალი დანიშნულების ადგილია.

დაწვრილებით

რა გელით არწივის ხეობაში?

  • უნიკალური ფლორა: კახეთის მაჩიტა, რომელიც პირდაპირ კლდეებზე ყვავის და იშვიათი ტუია.
  • ფრინველთა სამყარო: 76-მდე სახეობის ფრინველი. სათვალთვალო კოშკიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ ორბებსა და არწივებს.
  • პრეისტორიული კვალი: გაქვავებული მარჯნის პოლიპები.

იგრძენით თავი თავისუფლად არწივების სამფლობელოში. დაჯავშნეთ ტური დღესვე!

დაბრუნება TOP