ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“ 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დედოფლისტურში“
„დედოფლისტური“ — თქვენი მეგზური კახეთის აღმოუჩენელ სამყაროში
სლოგანი „დედოფლისტური — შენი ავთენტური მეგზური ქიზიყის საგანძურში.“
ჩვენი მისია:
„დედოფლისტური“ არსებობს იმისთვის, რომ დედოფლისწყაროს უნიკალური ბიოსფერული და კულტურული საგანძური აქციოს მსოფლიო დონის აღმოჩენად, სადაც მაღალი სტანდარტის სტუმარმასპინძლობა ერწყმის ბუნებაზე ზრუნვას და ადგილობრივი თემის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ვინ ვართ ჩვენ?
ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“ არის წამყვანი გზამკვლევი, რომელიც სპეციალიზებულია UNESCO-ს დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში ტურების მოწყობაზე. ჩვენი გუნდი ფლობს მრავალმხრივ ექსპერტულ ცოდნას ისტორიაში, გეოგრაფიასა და ადგილობრივ ეთნოგრაფიულ თავისებურებებში.
ჩვენი ტურისტული ბიურო დაარსდა იმისთვის, რომ მსოფლიოს გაუზიაროს დედოფლისწყაროს უნიკალური სილამაზე — ადგილისა, სადაც ველური ბუნება, მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ქართული სტუმართმოყვარეობა ერთიანდება.
ჩვენი გუნდი ადგილობრივი პროფესიონალებისგან შედგება, რომლებმაც იციან ვაშლოვანის ყველა ბილიკი და ხორნაბუჯის ყველა ლეგენდა.
ჩვენ არ ვქმნით უბრალო ტურებს, ჩვენ ვქმნით ემოციებსა და მოგონებებს.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, სადაც ქართველების გვერდით სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მეგობრულად ცხოვრობენ.
დედოფლისწყარო არის „მეგობრობის ქალაქი“ და ჩვენი მიზანია, თქვენც სწორედ ასეთი თბილი მოგონებები გაგყვეთ.
ჩვენ ვართ დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის სერტიფიკატის „კარგი მასპინძელი“ მფლობელები.
რატომ უნდა აირჩიოთ „დედოფლისტური“?
-
ადგილობრივი ცოდნა: ჩვენ აქ ვცხოვრობთ და გვიყვარს ეს მხარე.
-
უსაფრთხოება და კომფორტი: ჩვენს ტურებში გამოყენებული მაღალი გამავლობის ავტომობილები და გამოცდილი მძღოლები თქვენს მშვიდ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
-
ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ ვარგებთ ტურებს თქვენს ინტერესებს — იქნება ეს ოჯახური გასეირნება, ეკოტური თუ სათავგადასავლო ჯიპ-ტური.
ვისთვის ვქმნით ტურებს?
ჩვენი სერვისები იდეალურია მათთვის, ვინც დაიღალა დიდი ქალაქის ხმაურით და ეძებს სიმშვიდეს, სუფთა ჰაერსა და ავთენტურ გარემოს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ:
- ოჯახებს ბავშვებთან ერთად.
- საშუალო და უფროსი ასაკის მოგზაურებს.
- ბუნებისა და ეკოტურიზმის მოყვარულებს.

რას გთავაზობთ?
ჩვენ სრულად ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე:
- ტრანსპორტირება თბილისიდან/ქუთაისიდან და ადგილობრივი გადაადგილება.
- კომფორტული ღამისთევის ორგანიზება.
- პროფესიონალი გიდის მომსახურება.
- კვების, დასვენების და ექსკურსიების დაგეგმვა და განხორციელება.
5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ დედოფლისწყაროს:
-
ახლოა და ხელმისაწვდომია: თბილისიდან სულ რაღაც 135 კმ-ში, წელიწადის ნებისმიერ დროს.
-
ყველაფერი ნამდვილია: კულტურული, ღვინის, გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურები უნიკალურ ბუნებაში.
-
ჯანსაღი გარემო: სუფთა ჰაერი, ნატურალური სოფლის პროდუქტები და ქიზიყური სტუმართმოყვარეობა.
-
ნიკო ფიროსმანის ნაკვალევზე: მოგზაურობა გენიალური მხატვრის სამშობლოში.
-
ემოციების სიმფონია: შეხვდით განთიადს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში და მოუსმინეთ „ჩიტების ორკესტრს“. ჩვენ არა მარტო გაჩვენებთ, არამედ გაგრძნობინებთ და მოგასმენინებთ!





