ქოჩების ტბა — უძველესი ზღვის ცოცხალი ნაშთი
გნებავთ იმოგზაუროთ დროსა და სივრცეში? ქოჩების ტბა არ არის უბრალოდ წყალსატევი, ის მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი პარათეტისის (თეტისის) ზღვის მემკვიდრეა. ეწვიეთ ამ მისტიკურ ადგილს და იხილეთ დედამიწის ევოლუციის კვალი შირაქის ველზე.
დაწვრილებით
ისტორიული საოცრება:
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 12 მილიონი წლის წინანდელი გიგანტური პარათეტისის ზღვისგან დღეს მხოლოდ რამდენიმე ნაშთია დარჩენილი და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ქოჩების ტბაა. 777 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ეს მარილიანი ტბა ინახავს ინფორმაციას იმ ეპოქაზე, როდესაც კავკასიის მთები კუნძულებივით ამოიწია წყლიდან.
რატომ უნდა ეწვიოთ ქოჩების ტბას?
• ბუნებრივი ფენომენი: მარილიანი ტბა, რომელიც ზაფხულში ხშირად თეთრდება და საოცარ ვიზუალურ ეფექტს ქმნის.
• ფოტოგრაფების სამოთხე: ზედაპირზე არეკლილი ცა და მარილიანი კრისტალები საუკეთესოა უნიკალური კადრებისთვის.
• სამკურნალო თვისებები: მლაშე წყალი და ტალახი უძველესი დროიდან ცნობილია თავისი გამაჯანსაღებელი ეფექტით.
• ეკოლოგიური ისტორია: გაიგეთ, როგორ დაიწყო ტბის აღდგენა 2024 წლიდან და როგორ იბრძვის ის გადარჩენისთვის.
აღმოაჩინეთ უძველესი ზღვის საიდუმლოებები "დედოფლისტურთან" ერთად!
დალის მთის წყალსაცავი — ოაზისი ნახევარუდაბნოში
ოდესმე გინახავთ ოაზისი შუაგულ ნახევარუდაბნოში? აღმოაჩინეთ დალის მთის წყალსაცავი — ადგილი, სადაც ველური ბუნება და ადამიანის ისტორია ერთმანეთს ხვდება!
დაწვრილებით
დედოფლისწყაროს დამალული საგანძური:
კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე იორზე გადაჭიმული ეს მონუმენტური ნაგებობა მნახველს აოცებს თავისი მასშტაბებითა და გარშემორტყმული ჭაჭუნას აღკვეთილის უნიკალური ლანდშაფტით.
რატომ უნდა ეწვიოთ დალის მთას?
• ბიომრავალფეროვნება: აქ ბინადრობს 132 სახეობის ფრინველი და 25 სახეობის ძუძუმწოვარი (ბექობის არწივი, დურაჯი, გარეული ღორი, მგელი).
• თევზაობის სამოთხე: წყალსაცავში ბინადრობს გიგანტური ლოქო (რეკორდი - 17 კგ), ჭანარი (9 კგ) და თეთრი ამური.
• ჭალის ტყეები: აქ ტყის აღდგენის უნიკალური პროცესი მიმდინარეობს, რაც გარემოს კიდევ უფრო მწვანესა და სიცოცხლით სავსეს ხდის.
პრაქტიკული ინფორმაცია:
• მდებარეობა: დედოფლისწყაროდან 30 კმ, ჭაჭუნას აღკვეთილის სიახლოვეს.
• აქტივობები: ფრინველებზე დაკვირვება (Birdwatching), საფარი ტური.



