ტურები დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დედოფლისტურში“ 

აღმოაჩინე მზის, პურის და ღვინის მხარე – დედოფლისწყარო გელოდებათ!

ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“ გიწვევთ იუნესკოს ბიოსფერულ რეზერვატში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ეს არის ადგილი, სადაც ბუნების 30% დაცული ტერიტორიებია, ხოლო სტუმართმოყვარეობა ცხოვრების წესია. აქ თქვენ გელოდებათ „პატარა საქართველო“, სადაც სხვადასხვა კუთხის ტრადიციები ერთ სივრცეში იყრის თავს.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვესტუმროთ:

  1. მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიები და ბუნების ძეგლები.

  2. ნიკო ფიროსმანის სამშობლო და მისი სახელმწიფო მუზეუმი.

  3. „კოსმოსური“ პეიზაჟები ტალახის ვულკანებზე.

  4. ხორნაბუჯის დიდებული ციხესიმაგრე და ელიას მთა.

  5. არწივის ხეობის უნიკალური კანიონი.

  6. ტრადიციული ქიზიყური კერძები ნატურალური პროდუქტებისგან.

  7. ადგილობრივი ქვევრის ღვინო და ჭაჭა.

  8. მრავალეთნიკური, მეგობრული გარემო – „მეგობრობის ქალაქი“.

  9. კომფორტული სასტუმროები და მაღალი ხარისხის მომსახურება.

  10. მასპინძლები, რომლებისთვისაც „სტუმარი ღმერთის საჩუქარია“.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ):

  • როგორ ჩავიდეთ დედოფლისწყაროში? თბილისიდან (მეტრო „ისანი“, მეტრო „სამგორი“), თელავიდან და სიღნაღიდან ყოველდღიურად მოძრაობენ მიკროავტობუსები და  ტაქსები. მგზავრობის ღირებულება 10-დან 20 ლარამდეა.

  • რომელი სეზონია საუკეთესო ვიზიტისთვის? ჩვენთან ოთხივე სეზონი განსაკუთრებულია. კლიმატი ზომიერად თბილია, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს ისიამოვნოთ ბუნებით.

  • მჭირდება თუ არა სპეციალური დოკუმენტაცია? დიახ, ყოველთვის თან იქონიეთ პასპორტი ან პირადობის მოწმობა. 2026 წლიდან ასევე სავალდებულოა ჯანმრთელობის დაზღვევა.

  • შესაძლებელია თუ არა ბარათით გადახდა? ბანკები და ბანკომატები გამართულად მუშაობს, თუმცა პატარა მაღაზიებსა და კაფეებში სასურველია ნაღდი ფულის (ლარი) ქონა.

პრაქტიკული ინფორმაცია:

როგორ მოვიდეთ: თბილისიდან (მეტრო „ისანი“ ან მეტრო „სამგორი“), თელავიდან და სიღნაღიდან (წნორიდან)  მოძრაობს სამარშრუტო მიკროავტობუსები და ტაქსები (10-20 ლარი).

კლიმატი: ოთხივე სეზონი მომხიბვლელია. წლის საშუალო ტემპერატურა 10.3°C.

დაზღვევა და დოკუმენტები: 2026 წლის 1 იანვრიდან აუცილებელია ჯანმრთელობის დაზღვევა. თან იქონიეთ პასპორტი.

ანგარიშსწორება: გამოიყენება ქართული ლარი (GEL). სასურველია ნაღდი ფულის ქონა მცირე ობიექტებისთვის.



დაბრუნება TOP