ვინ ვართ ჩვენ                

 

ტურიზმის ბიურო „დედოფლისტური“ შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქმიანობს დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში.

მისია: საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის - ქიზიყის გაცნობა მოგზაურებისთვის.

ჩვენ, პროფესიონალების გუნდი, ვმუშაობთ თქვენთვის კახეთის და ქიზიყის მასშტაბით სხვადასხვა სახის და ხანგრძლივობის ტურების დაგეგმვა-განხორცილებაზე.

 ჩვენ ვართ დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის ეტიკეტის და სერტიფიკატის „კარგი მასპინძელი“ მფლობელი.   

 

  

 

 


  ჩვენ გვიყვარს ჩვენი რაიონი, ჩვენი კუთხე, სადაც ქართველების გვერდით მეგობრულად ცხოვრობენ და თავის კულტურას ინარჩუნებენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები. დედოფლისწყარო არის მეგობრობის ქალაქი და გვინდა, თქვენც საუკეთესო მოგონებები გაგყვეთ მასზე.

ჩვენი სერვისები განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის მოგზაურებისთვის, ვისაც უყვარს ბუნება და განსხვავებული გარემო, განსაკუთრებით-ოჯახების, საშუალო ან უფროსი ასაკის პირებისთვის, ვინც ეძებს ახალ შთაბეჭდილებებს და კომფორტულ წყნარ გარემოში დასვენებას.

თუ თქვენ და თქვენი ოჯახი ცხოვრობთ დიდ ხმაურიან ქალაქში თანამედროვე ცხოვრების დაძაბული რიტმით, მაგრამ  გსურთ დაისვენოთ მშვიდ გარემოში სუფთა ჰაერზე და მიირთვათ ნამდვილი სოფლის პროდუქტები, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ მოგზაურობის დაგეგმვაში, რაც გულისხმობს:

  • ტრანსპორტირება თბილისიდან (ან ქუთაისიდან) დედოფლისწყაროში და უკან;
  • ღამისთევის ორგანიზება;
  • ადგილობრივი ტრანსპორტის მომსახურება;
  • გიდის მომსახურება;
  • კვების, დასვენების და ექსკურსიების ორგანიზება-განხორციელება;
  • თქვენი მოგზაურობის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ამსახველი სუვენირების შეთავაზება;

 

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ დედოფლისწყაროს:

 

  1. საქართველოს დედაქალაქიდან სულ რაღაც 135 კილომეტრის მანძილზე წელიწადის ოთხივე სეზონზე კეთილმოწყობილი გზით შეძლებთ მოხვდეთ უნიკალურ გარემოში.
  2. ნებისმიერ სეზონზე შეიძლება საინტერესო კულტურული, ღვინის, კულინარიული თუ დაცულ ტერიტორიებში სათავგადასავლო ტურის მოწყობა. ჩვენთან ყველაფერი ნამდვილია, რაღაც - უნიკალური!
  3. დიდი და ხმაურიანი ქალაქებიდან შორს, დედოფლისწყარო ყოველთვის დაგხვდებათ სუფთა ჰაერით,  ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქტით, ღვინით,  დამახასიათებელი ქიზიყური სტუმართმოყვარეობით და კეთილგანწყობილი ადამიანებით. დედოფლისწყარო მეგობრობის ქალაქია!
  4. შეძლებთ იმოგზაუროთ დიდი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის ნაკვალევზე და წარმოიდგინოთ თავი სხვა ეპოქაში.
  5. შეგიძლიათ, შეხვდეთ განთიადს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე წერტილზე და მოუსმინოთ „ჩიტების ორკესტრს“, თვალი ადევნოთ მზის ჩასვლის გასაოცარ ფერებს, იგრძნოთ გარემოს მრავალფეროვანი  არომატები.  ჩვენ არა მარტო გაჩვენებთ, არამედ - გაგრძნობინებთ და მოგასმენინებთ!

 

 

დაბრუნება TOP