ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“

პურის,  ღვინისა და  ფოლკლორის ფესტივალი

 

26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე -  დედოფლისწყაროში ტრადიციულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული  პურის,  ღვინისა და  ფოლკლორის ფესტივალით აღინიშნა. ღონისძიების მიზანი მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი წარმოების წახალისება იყო.

ფესტივალზე ადგილობრივ მეწარმეებს გამოფენილი ჰქონდათ თავიანთი ნაწარმი: ღვინო, ყველი და რძის სხვა პროდუქტები, პური, ნამცხვრები, ხელნაკეთი ნივთები,  სუვენირები და სხვა.ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დედოფლისწყაროში სხვადასხვა ადგილზე მოყვანილი ხორბლისგან დამზადებული პური.

სუფრას ამშვენებდა სამთაწყაროს, არხილოსკალოს, ქუმბათის, ხირსის და სხვა ვენახების  სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული  რქაწითელის, საფერავის და სხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ტრადიციული ქიზიყური და ევროპული წესით დაყენებული ღვინოები. ფესტივალში მონაწილეობდნენ: ნასრაშვილების საოჯახო მარანი, გოდერძი გონაშვილის მარანი, „ბალავარი“, „ქიზიკური ტრადიციული“, „თორელი“ და სხვა.

რძის პროდუქტების ადგილობრივმა მწარმოებლებმა: შპს „შირაქი“ და  შპს „მოდებაძე და კომპანია“ მსურველებს დააგემოვნებინეს თავიანთი ნაწარმი: სხვადასხვა სახის ყველი, ხაჭო, არაჟანი, ნადუღი, სულგუნი, სულგუნის ფირფიტები და სხვა. 

გამოფენაზე ცალკე იყო წარმოდგენილი დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებით: ნასრაშვილების საოჯახო მარანი, საველე ტურისტული ინვენტარის გაქირავების სერვისი „მწვანე ველი“, ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“ თავისი სუბლიმაციური სუვენირებით, დეკორატიული ყვავილების სათბური „გარდენ-გია“ ყვავილების გამოფენით და „ყაჭოს ფერმა“ ეგზოტიკური ჯიშის ფრინველებით, ტურისტების მომსახურების სატრანსპორტო კომპანია,  რომლებმაც დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურეს.

ფესტივალში მონაწილეობდა ასევე დედოფლისწყაროში მოქმედი ISO 22000 სერტიფიკატის მფლობელი ქართული სადილების კომპანია.

ფართოდ იყო წარმოდგენილი ნაქსოვი, ნაქარგი და თექით შესრულებული სუვენირები: საზოგადოებრივი კოლეჯი „აისის“ და სხვა სახელოსნოების  ნამუშევრები.

შემდეგ ადგილობივი თვითმოქმედი კოლექტივების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

26 მაისი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებით აღნიშნეს დედოფლისწყაროელმა სპორტსმენებმაც.  

  • პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი | სიახლეები

    26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე -  დედოფლისწყაროში ტრადიციულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული  პურის,  ღვინისა და  ფოლკლორის ფესტივალით აღინიშნა. ღონისძიების მიზანი მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი წარმოების წახალისება იყო.

    ვრცლად...
  • 21-ე საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა | სიახლეები

    ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“ დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით 2019 წლის 3-5 მაისს მონაწილეობას იღებდა ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაზე. 

    ვრცლად...

დაბრუნება TOP