ტურები დედოფლისწყაროში           

  ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“ დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით 2019 წლის 3-5 მაისს მონაწილეობას იღებდა ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაზე. გამოფენაზე მოწვეული იყვნენ ტურიზმის ბიზნესში ჩართული კომპანიები (სასტუმროები, ტუროპერატორები, სარეკლამო საააგენტოები, ღვინის მწარმოებლები, ტრანსპორტით მომსახურების და სხვა კომპანიები) როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან: ჩინეთი, მალაიზია, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა, ისე    -საქართველოდან.           

წარმოდგენილი იყო დედოფლისწყაროს ტურისტული რუკა და სხვა მასალა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის, ახალი და მოქმედი ბიზნესების შესახებ.  გამოფენის სხვა მონაწილეებთან მოხდა ინფორმაციის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთგაცვლა პერსპექტივაში თანამშრომლობისათვის. 

       

დაბრუნება TOP